
13 დეკემბერს, ევროპარლამენტის მრავალპარტიულმა დელეგაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს.
განცხადება, რომელიც ადრესატებიც არიან ევროკომისიის მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის კაია კალასი და მარტა კოსი, შეიცავს საქართველოს დემოკრატიის მხარდასაჭერად კონკრეტულ რეკომენდაციებს.
ხელმომწერები:
დელეგაცია 12 დეკემბერს თბილისში იმყოფებოდა, სადაც შეხვდნენ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციის წარმომადგენლებს, სახალხო დამცველს, სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.
"საქართველო კრიტიკულ გზაჯვარედინზე იმყოფება. მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას. საქართველოს მთავრობის მხრიდან ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ კონსტიტუციური ვალდებულება დაირღვა, ხოლო "ქართული ოცნების" მმართველობამ გააუქმა ქართველების ევროპული მისწრაფებები", - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირს:
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად მიიჩნევა ახალი არჩევნები წლის განმავლობაში, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.
"ევროპარლამენტი მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით". - აცხადებენ ევროპარლამენტარები.