"აქ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც აპირებდა პარლამენტის წინ" | პრეზიდენტის მიმართვა კალაძეს

გამოქვეყნდა:

"აქ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც აპირებდა პარლამენტის წინ", - საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე კახა კალაძეს მიმართა.

"ქალაქის ე.წ. მერი გვიწყობს პროვოკაციას. რომელმაც დაგეგმა ხვალ 19:00 საათზე ვითომცდა ნაძვის ხის ანთება ბავშვებთან ერთად. ეს აშკარად პროვოკაციაა. უკვე ორი კვირაა იმ ადგილას იმ დროს არის პროტესტი. ხვალ რადგან პარლამენტში იმართება პაროდია, რომელზედაც შემდგომ მოგახსენებთ, ამ დღესაც უთოდ იქნება ძალიან დიდი პროტესტი. იმ ადგილას მოწყობა ამ ღონისძიების, სწორედ  სწორედ შვიდ საათზე, სწორედ პარლამენტის წინ, ყველას კარგად გვესმის ეს  რატომ არის გაკეთებული და რას ემსახურება.

იმ ადგილზე, სადა თვით ექიმები ამბობენ, რომ შენობების ფასადები გაზით არის გაჟღენთილი, ხეებიც და ალბათ სასურველი არ არის იქ ბავშვების მიყვანა. მინდა გავაფრთხილო ქალაქის მერი, რომ ეს მისი პროვოკაცია არაფერს გამოიწვევს. ეს პროტესტი, რაც გაშლილია დღეს ქალაქში და ხვალაც იქნება და ზეგაც იქნება, არის მშვიდობიანი და თვითონ მოახერხებენ ამ პროვოკაციის თავიდან აცილებას. მე მაინც მივმართავ ქალაქის მერს. თუ ეს პროვოკაცია არ არის, რაღა ხვალ? მოდის ბარბარობა, რომელიც ბევრად უფრო ბუნებრივია, გადაიტანოს. და მე ვთავაზობ, აქ, ორბელიანების სასახლის წინ მოიყვანოს ბავშვები და მოაწყოს ის ღონისძიება, რასაც გეგმავს პარლამენტის წინ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი