"აქ ვარ და აქ ვიქნები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი... კრიზისიდან გამოსვლისთვის არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნები" | პრეზიდენტი

გამოქვეყნდა:

"აქ ვარ და აქ ვიქნები, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი... კრიზისიდან გამოსვლისთვის არსებობს ერთადერთი გზა, არჩევნები", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საუბრობს. 

"თუ ვინმეს ამ ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში უნდა რამე ფორმით რომ გამოვიდეთ ამ კრიზისიდან გამარჯვებულები, არსებობს ერთადერთი გზა, ეს არის არჩევნების გზა. სამართლიანობის და სამართლიანი არჩევნების გარეშე არ არსებობს არც მშვიდობა და არც შემდეგ რამე პოლიტიკური პროცესები. მე ვარ ამისთვის აქ, სხვათა შორის არსად არ მივდივარ, არავის არ დავტოვებ, თუ ამას მეკითხებიან, აქ ვარ და აქ ვიქნები. აქ ვარ და აქ ვიქნები იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, ლეგიტიმური ხელისუფლების ნაწილი, რომელიც არის რეალურად არჩეული და რომელიც ასახავს ამ ქვეყნის და ამ საზოგადოების ხმას. მე ვარ თქვენი წარმომადგენელი უცხოელებთან და ეს არის ერთგვარი ლეგიტიმაცია, მე ვარ ასევე თქვენი წარმომადგენელი შიგნით.

როგორც კი დადგება დრო როცა, ვისაც დღეს ჰგონია, რომ რეპრესიებით და სხვადასხვა ხერხებით შეიძლება საზოგადოების დამონება, როცა ესენი მიხვდებიან, რომ სხვა გზა არ არის თუ არა არჩევნები, მე აქ ვარ და აქ ვიქნები იმისთვის, რომ დავსხდეთ და ვიფიქროთ თუ როგორ მოვაწყოთ ეს არჩევნები იმისთვის, რომ დავუბრუნოთ ამ ქვეყანას მშვიდობა, სამართლიანობა და მომავალი. ეს არის ერთადერთი გზა, ამაში ვართ ყველანი ერთად, ვინც გარეთ დგას ქუჩაში და ვინც აქ თქვენზე ფიქრობს და თქვენთვის ამზადებს მომავალს," - განაცხადა პრეზიდენტმა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი