სანქციების ახალი პაკეტი და "ოცნების" არალეგიტიმური მთავრობის წევრებისთვის | მოქალაქეებზე სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობის პასუხი

გამოქვეყნდა:

ვახტანგ გომელაური და გრიგოლ ლილუაშვილი, სავარაუდოდ, საქართველოს იმ 20 მოქალაქეს შორის არიან, ვისაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა. განცხადებაში სახელები და გვარები დასახელებული არ არის, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გარემოებას, რომ დეპარტამენტის ჩამონათვალში ნახსენებია, რომ მინისტრებსა და სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნებს შეეხო სავიზო შეზღუდვები, მაშინ ლოგიკურია, რომ ოლიგარქის შინაგან საქმეთა მინისტრსა და სუს-ის უფროსზე სანქციები უკვე გავრცელებულია. ამ უკიდურესი ზომის მიღების მიზეზი, დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა და მოქალაქეებზე სასტიკი და გაუმართლებელი ძალადობა გახდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის სია მრავალფეროვანია. ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მინისტრებთან ერთად ვეღარ შევა ოლიგარქის თვითაღიარებული დეპუტატებისა და სამართალდამცველების ნაწილი. სანქციები კერძო პირებსაც დაუწესდათ. რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით დასანქცირდნენ ოლიგარქის ის ბიზნესმენები, რომლებიც ოლიგარქს ფინანსურად ეხმარებიან და წლების განმავლობაში კორუფციით მდიდრდებიან. სანქციები სავარაუდოდ შეეხოთ იმ პირებსაც, ვინც არჩევნების გაყალბებაში და ამომრჩევლების დაშინებაში მონაწილეობდნენ. 

უფრო ვრცლად იხილეთ ნინო სამყურაშვილის სიუჟეტში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი