აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ხვალ, 14 დეკემბერს, პარლამენტში ე.წ. ხმოსნების მიერ არალეგიტიმური პრეზიდენტის არჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს.
"საპროტესტო განცხადება.
მე არ მჭირდება რჩევა, თუ სად და ვისთან უნდა დავდგე - მე საკუთარი აზრით, მსოფმხედველობით და ჩემი ქვეყნისთვის, მეგობარ - თანამემამულეებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის: ჩემი დიდი ოჯახის, შვილების/შვილიშვილების ბედნიერი მომავლის რწმენით ვცხოვრობ ამ ქვეყანაზე.
მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მისი ლეგიტიმურობას ვიზიარებ!" - წერს ზურაბ ჯგუბურია.