"ვაგრძელებ შიმშილობას, დაე მე ვიყო უკანასკნელი მსხვერპლი... თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს" | ოლიგარქის რეჟიმის პატიმრის, გიორგი კუხალეიშვილის წერილი

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის რეჟიმის პატიმარი, გიორგი კუხალეიშვილი, ზესტაფონის იზოლატორიდან, წერილს აქვეყნებს და აცხადებს, რომ პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს.

ჩემო თანამებრძოლებო, მადლობა თანადგომისთვის!

ბრძოლა გრძელდება, ვაგრძელებ შიმშილობას, მიუხედავად ჩემი ადვოკატის თხოვნისა, შემეწყვიტა შიმშილობა. შიმშილობას გავაგრძელებ, სანამ ძალები მეყოფა. დაე მე ვიყო უკანასკნელი მსხვერპლი იმ უკანონობის, იმ უსამართლობის, რაც დღეს საქართველოში ხდება!

ნუ შეშინდებით!

ღმერთმა ჩვენ ყველანი, იმ მისიით მოგვავლინა, რაც წინასწარ განგვისაზღვრა, ზოგი ცრუ მოწმედ და ცრუ დამსმენად ევლინება ამ ქვეყანას, ზოგი მოღალატედ, ზოგი ზონდერ მოსამართლედ! ვევედროთ უფალს, რომ ამ ქვეყანას ჩვენი ქვეყნის ერთგულ შვილებად მოგვავლინოს და საქართველოს ერთგულების გზა, მისი ერთგულება იყოს ჩვენი ცხოვრების მთავარი მისია! 

გაუმარჯოს საქართველოს! 

თავისუფლება ყველა უკანონო პატიმარს.

სიყვარულით, გიორგი კუხალეიშვილი, 13.12.2024", - ვკითხულობთ წერილში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი