სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ, რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა, ორბელიანების სასახლისკენ მიემართება. მას კომენტარი არ გაუკეთებია. პრეზიდენტმა მხოლოდ ის თქვა, რომ მიდის სამსახურში. ხალხი კი მას შეძახილებით აცილებს და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.