"ხელი გაუშვი, ჩემი შვილია" - რუსთაველის გამზირზე დედების აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტისკენ, შემდეგ კი ორბელიანების სასახლისკენ წავლენ. მათი თქმით, შვილები იმისთვის არ გაუჩენიათ, რომ "ქართული ოცნების" ე.წ ტიტუშკები ქუჩაში გაუსწორდნენ.
"ხელი გაუშვი, ჩემი შვილია" - არ გამიზრდია მაგიტომ ჩემი შვილი და არ მიმიცია უმაღლესი განათლება იმისთვის, რომ ვიღაც "ტიტუშკამ" ქუჩაში ჩავლილი ადამიანი ისე სცემოს, რომ... მადლობა ღმერთს გადარჩა, მაგრამ ვინც ვერ გადარჩა და უფრო ცუდად არის, ისინი ყველანი არიან გმირები. [ჩემი ფიქრი როცა ცემის კადრი ვნახე იყო] რომ ჩვენ სახელმწიფო თავზე დაქცეული გვაქვს, რომ უნდა გეშინოდეთ შვილების გარეთ გამოშვება, რომ უნდა გეშინოდეთ ქუჩაში გასვლა. ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა შეიცვალოს," - განაცხადა გამოცემა "პუბლიკას" ჟურნალისტის, მინდია გაბაძის დედამ.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს, ცისფერ გალერეასთან საპროტესტო აქციის გაშუქების დროს "პუბლიკას" ჟურნალისტ მინდია გაბაძეს "ქართული ოცნების" "ტიტუშკა" ფიზიკურად გაუსწორდა.
ავტორი: ნანუკა მაღლაკელიძე