ავსტრიელი სოციოლოგი, European Stability Initiative-ის თანადამფუძნებელი ჯერალდ კნაუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. მეცნიერი X-ზე თბილისში მიმდინარე პროტესტის ფოტოსაც აქვეყნებს.
"სრული ავტოკრატიის დამყარების წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტში ქართველებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოავლინეს შესანიშნავი გამძლეობა, ფიზიკური სიმამაცე და მონდომება.
მათ იციან რა დევს სასწორზე. დიდ უმრავლესობას არ სურს გახდეს ბელარუსი, აზერბაიჯანი ან დნესტრისპირეთი.
ისინი დიდი ხანია გაფრთხილებულები არიან, იმის შესახებ თუ რა გეგმავს ოლიგარქი ივანიშვილი - "კავკასიის მაკბეტი" და მილიარდერი, რომელმაც თავისთვის პარტია იყიდა." - წერს ჯერალდ კნაუსი .