"ოცნებამ" მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და 79 ხმით არალეგიტიმურად მიიღო "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში ცვლილებები.
ცვლილებების მიხედვით:
ხელმძღვანელს, პირადი შეფასების საფუძველზე, შეუძლია საჯარო მოხელის ხელფასის 20% ნახევარი წლით დააკავოს.
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებულმა პირმა, შესაძლოა, სასამართლოს გზით განაცდური ვეღარ აიღოს.
რეორგანიზაციის შედეგად გათავისუფლებული პირის საჩივრის დაკმაყოფილება არ ითვალისწინებს სამსახურში აღდგენას.
ადმინისტრაციული ხელშეკრულების გაფორმებით, საჯარო მოხელე აღარ იქნება მუდმივი ხელშეკრულებით დასაქმებული.
თანამდებობის პირის ან დაწესებულების ხელმძღვანელის გადადგომამ ან გათავისუფლებამ, შესაძლოა, დასაქმებულის გათავისუფლებაც გამოიწვიოს.