"ივანიშვილმა თავისი ზებრა დაგვინიშნა პრეზიდენტად" | ქუთაისში აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"არა რუსულ რეჟიმს"-  პროტესტი არ წყდება ქუთაისშიც. უკვე 2 კვირაზე მეტია მოსახლეობა ქუჩაშია გამოსული და "ქართული ოცნების" რუსულ პოლიტიკას და ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს აპროტესტებს. 

ადგილობრივები თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას უნდობლობას უცხადებენ. ლეგიტიმაცია არ ანიჭებენ ე.წ. პრეზიდენტს, რომელიც ერთპარტიულ პარლამენტში "ქართული ოცნების" ხმოსნებმა დანიშნეს.

"გაგვაბრაზა დღევანდელმა ცირკმა, რომელიც მოაწყო ივანიშვილმა პარლამენტში. დაგვინიშნა თავისი ზებრა პრეზიდენტად. ამას ვაპროტესტეთ და გავაპროტესტებთ მომავალშიც იმ დიქტატურას, რომელიც მან ქვეყანაში დაამყარა", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი