"მე რაც გადავიტანე, არ მინდა, რომელიმე დედამ ეს გადაიტანოს და რომელიმე მშობელმა", - ამის შესახებ ნათელა მაჭავარიანმა რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
"მე, როგორც გეგა კობახიძის დედას, მაწუხებს ის დაპატიმრებული, ნაცემი, ნაწვალები ბავშვები... არავის არ აქვს ამის უფლება. მე რაც გადავიტანე, არ მინდა, არცერთმა დედამ ეს გადაიტანოს და არცერთმა მშობელმა. კარგად იყავით, მაგრად იყავით. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ", - განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა.
გეგმა კობახიძის დედა პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად მივიდა.