აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საკლუბო სფეროს წარმომადგენლები მარშით შეუერთდნენ.
შეკრებილები საარჩევნო კოლეგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე მიხეილ ყაველაშვილის არალეგიტიმურად არჩევას აპროტესტებენ.
ასევე, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ხელისუფლებაში მყოფი რუსული რეჟიმი ყველაფერს აკეთებს, რომ ევროპის გზა საბოლოოდ ჩაკეტოს.
მთავრობის სახლთან სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
აჭარაში პროტესტი უწყვეტ რეჟიმში, უკვე მე-17 დღეა მიმდინარეობს.