დღეს, ოლიგარქიულმა რეჟიმმა პარლამენტის შენობაში საცირკო წარმოდგენა მოაწყო. ბიძინა ივანიშვილის ხმოსნებმა და არაღიარებულმა პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად დანიშნა.
უდიპლომო ყაველაშვილის მე-6 პრეზიდენტობას არავინ აღიარებს. შავფორმიანი და შეიარაღებული პოლიციელების დახმარებით პარლამენტში შესულებმა, მარტოებმა - იზოლირებულად ჩაატარეს არჩევის პროცედურა.
ამ ე.წ. არჩევნების ავანგარდში ოლიგარქის მთავარი დამხმარე და ავტორიტარიზმის გამფორმებელი, ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი იყო.
ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანას არალეგიტიმურ პრეზიდენტად უმაღლესი განათლების არ მქონე, უდიპლომო, რუსული კანონის მხარდამჭერი პრეზიდენტი დაუნიშნა.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი - უფრო ვრცლად იხილეთ ნინი ჟიჟიაშვილის სიუჟეტში.