ქართველმა ემიგრანტებმა ფრანკფურტში, საქართველოს საკონსულოსთან აქცია გამართეს. შეკრებილებმა "ოცნების" რუსული რეჟიმი გააპროტესტეს.
"დღეს ფრანკფურტში საქართველოს საკონსულოსთან გვქონდა აქცია. ფრანკფურტში ქოცებმა 56 ხმა აიღეს და 56 ცალი დანომრილი კარტოფილი დავუტოვეთ, რამდენიმე ფოტოსთან და მესიჯთან ერთად, რომ გადაინაწილონ საკონსულოს თანამშრომლებმა, რომლებსაც აქამდე პოზიციაც კი არ დაუფიქსირებიათ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით", - წერს თაკო ურუშაძე სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს