პოლიტიკასაზოგადოებათბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგიგამოქვეყნდა: კვირა, 15 დეკემბერი, 2024 - 09:44
დღეს, 15 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 14:00 - რესტავრატორ/კონსერვატორები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოსთვის - კულტურის სამინისტრო; 16:00 - ქართველი ფანების მსვლელობა ფილარმონიიდან; 16:00 - ხელოვანების მარში - მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტამდე; 17:00 - დამკვირვებლების მარში - ფილარმონიიდან პარლამენტამდე; 18:00 - მარში - ESM-ელები ევროპისკენ! ვაჟა-ფშაველას 40-დან პარლამენტამდე; 18:00 - „რა? სად? როდის?“ და „წიგნების თაროს“ მოთამაშეებისა და მხარდამჭერების საპროტესტო მარში რესპუბლიკის მოედნიდან; 19:30 - ვეტერინარებისა და ცხოველთამოყვარულების მარში რესპუბლიკის მოედნიდან. დღის ბოლოს მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეიკრიბებიან. აქციის მოთხოვნაა ახალი - თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.