
საქართველოში მიმდინარე პროტესტს აქტიურად უერთდებიან სხვადასხვა ქვეყანაში მყოფი ქართველი ემიგრანტები.
მხარდამჭერი აქცია გაიმართა ავსტრალიაშიც. ქართული დიასპორა სიდნეიში შეიკრიბა და საქართველოს ევროპულ არჩევანს მხარდაჭერა გამოუცხადა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს.
ემიგრანტების თქმით, ისინი გმობენ ძალადობას და არალეგიტიმურად მიიჩნევენ ოცნების პარლამენტს და მისგან დანიშნულ პრეზიდენტსაც.