
ამ წუთებში, თბილისში რესტავრატორ/კონსერვატორებისა და ხელოვნებათმცოდნეების მსვლელობა მიმდინარეობს.
ისინი 14:00 საათზე კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ, ახლა კი მსვლელობით მარჯანიშვილის მოედნისკენ მიემართებიან. მარჯანიშვილის მეტროსთან 16:00 საათზე კულტურის სხვა სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბებიან.
ისინი აქციებზე დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.