ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქართველ მაღალჩინოსნებს დამატებითი სანქციები დაუწესა. რას ნიშნავს ეს საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის, რა გავლენას იქონიებს ის "ქართული ოცნების" ქმედებებზე და როგორი განვითარება შეიძლება ჰქონდეს თბილისისა და ვაშინგტონის მომავალს. ამ თემებზე "ამერიკის ხმას" "ჰადსონის" ინსტიტუტის მკვლევარი, ლუკ კოფი ესაუბრა.
"არ მოგვწონს ის, როგორც "ქართული ოცნება" იქცევა. მათ უნდა ვუთხრათ, რომ რასაც ისინი აკეთებენ, მიუღებელია. თუმცა, სიტუაციას საბოლოდ ქართველი ხალხი შეცვლის. სწორედ მათი გადასაწყვეტია, როგორ და როდის სურთ, რომ სიტუაცია შეიცვალოს.
ვეთანხმები, რომ ფინანსური სანქციები უფრო ეფექტიანი იქნებოდა და ვფიქრობ რომ ფინანსური, ეკონომიკური სანქციები უნდა დავაწესოთ. თუ ქართველ ხალხს, საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნება სურს, ყველაფერი საკუთარ ხელში უნდა აიღოს და საკუთარი ბედი თავად განსაზღვროს.
ვფიქრობ, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობა ძალიან გულუბრყვილოა, თუ ფიქრობს, რომ მათი ყველა პრობლემა გაქრება იმ წამს, როდესაც ტრამპი [საპრეზიდენტო] ფიცს დადებს." - აცხადებს ლუკ კოფი.