მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ, გროზნო დრონების სამიზნე გახდა | თავდასხმა დაადასტურა კადიროვმაც

გამოქვეყნდა:

მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ ჩეჩნეთის დედაქალაქი დრონების სამიზნე გახდა. დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა რამზან კადიროვმაც. მისი თქმით, დღეს დილით გროზნოს სამი უპილოტო თვითმფრინავი დაესხა თავს, რომელთაგან 2 ჩამოაგდეს.

თავდასხმის სამიზნე იყო სპეცრაზმის ბაზა და პოლიციის სპეციალური პოლკი.

გროზნოზე თავდასხმა მოხდა ხუთშაბათსაც,  უპილოტო საფრენი აპარატი აფეთქდა პოლიციის სპეციალური პოლკის ყაზარმაზე, რა დროსაც 4 კადიროველი დაშავდა.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი