საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს - რამიშვილი

გამოქვეყნდა:

გაურკვეველ ვითარებაში დაღუპული 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, საქმეში არსებული "გუგლის თაიმლაინი" თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის გადაადგილების რეალურ მარშრუტს არ ასახავს. ამ თემაზე მან კომენტარი ჟურნალისტებთან პროკურატურაში საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთა.

გუგლის თაიმლაინის დათვალიერების ოქმი შედგენილია 13 აგვისტოს, ხოლო კომპიუტერის ექსპერტიზის პირველი შუალედური დასკვნის შედეგები იყო 5 აგვისტოს, მეორე 16-ში; ამავე დროს 8 აგვისტოს იყო მობილური ტელეფონის ექსპერტიზა და შემდეგ 18-ში იყო დასრულებული - ეს წარმოუდგენელი იყო. თუ გადავამოწმებთ გუგლის თაიმლაინს, უწყვეტად ვერ იმოძრავებდა ავტომობილი იმიტომ, რომ ფონიჭალიდან 10-წუთიანი შეწყვეტა ჰქონდა. ყველა ის ნახაზი, რომელიც გასაჯაროვდა, არის არასწორი და შეიძლება ყალბიც, ეს არის ჩემი შეფასებით. ეს ნიშნავს იმის მტკიცებას, რომ იქ ავტომობილმა მხოლოდ წრე გააკეთა და პირდაპირ მივიდა იმ ადგილას, სადაც ე.წ. თვითმკვლელობა ჩაიდინა, - ამბობს რამიშვილი.

მისი განცხადებით, ქალაქის პროკურატურის მიერ ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნათან ყველაფერია თანდართული რაც შემოწმდა, თუმცა კრიმინალური პოლიციის ექსპერტიზის დასკვნას თანდართული თაიმლაინი არ აქვს.

შემიძლია გამოვიტანო დასკვნა, რომ გუგლის თაიმლაინის მიხედვით, ვითომ უწყვეტად რომ გადაადგილდება, სინამდვილეს არ შეესაბამება. გუგლის თაიმლაინი არ შეესაბამება რეალურ მარშრუტს,- თქვა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი