საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა.
ადმინისტრაციის ცნობით, მომავალ კვირაში, ევროპული საბჭოს სხდომის გამართვამდე, პრეზიდენტ კოშტას სურვილი იყო საქართველოს პრეზიდენტთან საუბარი და საქართველოში შექმნილი უმძიმესი კრიზისის მიმართ ევროპული საბჭოს განსაკუთრებული ყურადღების დადასტურება.
"საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, დღეს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვესაუბრე. ხაზი გავუსვი იმას, რომ კრიზისიდან ერთადერთი მშვიდობიანი გამოსავალი არის პოლიტიკური, ახალი არჩევნებია! დამარწმუნეს, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ქართველი ხალხის და მისი ევროპული მომავლის მხარდაჭერას", - წერს ზურაბიშვილი.