
ძალადობიდან მე-18 დღეს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფორმულას" ჟურნალისტი გურამ როგავა დაზარალებულად ცნო.
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შემატყობინა, რომ დაზარალებულად მცნეს. დღეს, 3 საათზე ვარ დაბარებული უწყებაში, გავარკვევ, რა მუხლებით მიმდინარეობს გამოძიება და რა არის სიახლე", - წერს ჟურნალისტი.
29 დეკემბერს როგავას, რომელიც პირდაპირ ეთერში აქციას აშუქებდა, სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.