
"მე არ მინდა, რომ საქართველოს კარი მივუხუროთ და ყველა ხიდი დავწვათ. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ მხარს ვუჭერთ და ჩვენ ვიცით, რომ ქართველების უმრავლესობას ევროპული გზით სიარული სურს. ამიტომ, ძალიან შორს არ უნდა წავიდეთ და არ უნდა გავტეხოთ ისეთი რამ, რისი გამთლიანებაც შემდეგ შეუძლებელი იქნება. ამავე დროს, ის ძალადობა, რომელიც ჩვენ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ვიხილეთ, უბრალოდ მიუღებელია და ამის გამო სიგნალებია საჭირო. ამიტომ, ჩვენ დღეს განვიხილავთ უვიზო რეჟიმის შეჩერებას დიპლომატიური პასპორტებისთვის, ასევე, ინდივიდუალურ სანქციებს. სანქციები ყოველთვის ნიშნავს დიალოგის დასრულებას და მე მიმაჩნია, რომ პირიქით, უნდა ვისაუბროთ და გავმართოთ დისკუსიები. სანქციები უკიდურესი ზომაა და მე მირჩევნია, სხვა ზომებს მივმართოთ."
- ამბობს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ალექსანდერ შალენბერგი.