
"რონდელის ფონდის" მკვლევარმა, ვატო ბჟალავამ იზოლატორი დატოვა. მას 4-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ბჟალავას პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა შეუფარდა.
ბჟალავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.
ის აბაშიძის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან, მაშინ დააკავეს, როცა ძაღლს ასეირნებდა.