"ფაქტია, რომ რაღაც მოხდა... არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიშვებდნენ" | ალეკო ელისაშვილი

გამოქვეყნდა:

სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრს, ალეკო ელისაშვილს პატიმრობა 4000 ლარიანი გირაოთი შეუცვალა. როგორც ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, მისთვის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

"პროკურატურას ჰქონდა სამარცხვინო პოზიცია, ელისაშვილს უცხოეთში კავშირები აქვსო... 30-იან წლებში "ტროიკა" რომ იყო, მაშინ იძახდნენ და ასე ასამართლებდნენ მიხეილ ჯავახიშვილს თუ მაზნიაშვილს, მათ თავს კი არ ვუყადრებ, მაგრამ ასეთი არგუმენტაცია იყო მაშინ.

ახლა ამ 10 დღეში რა მოხდა, ახლა აღარ მივიმალები? უცხოეთში ხშირად დადიოდიო. პარლამენტის წევრი ვიყავი და დელეგაციაციებში დავდიოდი. ფაქტია რომ რაღაც მოხდა, უცხოელებმა ალბათ ქეჩოში მისცხეს ან რაღაც მსგავსი. ჩემთვის ძალიან დიდი შვება არაა გამოსვლა, აბსოლუტურად შეგუებული ვიყავი... პოლიტპატიმრები სანამ არ გამოვლენ, მზად ვარ დღესვე შევბრუნდე. არანაირად არ ველოდი, რომ დღეს გამომიშვებდნენ" - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი