"გთხოვთ, იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე" | ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 171 თანამშრომელი გენერალურ პროკურორს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 171 თანამშრომელი გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს.

"ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა", - ნათქვამია განცხადებაში.

პატიმრობაში მყოფ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. მას 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი