ბრიტანეთის ევროპის მინისტრმა ბოჭორიშვილი "ქართული ოცნების" წარმომადგენლად მოიხსენია და არა საგარეო საქმეთა მინისტრად

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში, სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს "ქართული ოცნების" წარმომადგენელს უწოდებს და არა საგარეო საქმეთა მინისტრს.

მინისტრმა X-ზე დაწერა, რომ ბოჭორიშვილს ესაუბრა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები.

"ქართული ოცნების" წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები.

დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი", - წერს დაუთი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი