ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-15 პაკეტი მიიღო.
სანქციების სია მოიცავს 54 ფიზიკურ პირს და 30 ორგანიზაციას, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქმედებებზე, რომელიც ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
სიაში მოხვდა რუსული თავდაცვისა და გადამზიდავი კომპანიები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ზღვით ტრანსპორტირებაზე. სანქცირებულია ქიმიური ქარხანა, რუსული სამოქალაქო ავიაკომპანია, რომელიც რუსეთის არმიის ლოჯისტიკური მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მიმწოდებელია.
ევროკავშირმა პირველად დაუწესა სრული სანქციები (მოგზაურობის აკრძალვა, აქტივების გაყინვა, ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვა) სხვადასხვა ჩინელ აქტორს, რომლებიც, რუსეთის აგრესიული ომის მხარდასაჭერად, თვითმფრინავის კომპონენტებისა და მიკროელექტრონული კომპონენტების მიწოდებას ახორციელებენ.