შეერთებულმა შტატებმა ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. ფინანსთა დეპარტამენტის ინფორმაციით, ახალი სანქციები მიზნად ისახავს ხელი შეუშალოს ჩრდილოეთ კორეას რუსეთის დახმარებაში, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს.
სანქციები დაუწესდათ ჩრდილოეთ კორეის ოფიციალურ პირებს, გენერლებს, ასევე რუსული ნავთობის გადამზიდ კომპანიებს. სახაზინო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდნენ ჩრდილოეთ კორეის ბანკებიც: Golden Triangle Bank და Korea Mandal Credit Bank.
მანამდე, უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთმა, 2022 წელს სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინულ ძალებზე თავდასხმებისთვის პირველად დაიწყო ჩრდილოეთ კორეის ჯარების მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყენება.