გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა | ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება

გამოქვეყნდა:

გერმანიის პარლამენტმა კანცლერ ოლაფ შოლცის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა, რამაც გზა გაუხსნა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რომელიც 23 თებერვალს გაიმართება. ოლაფ შოლცის მთავრობის წინააღმდეგ ხმა 394-მა დეპუტატმა მისცა, 207-მა მხარი დაუჭირა, 116-მა კი თავი შეიკავა.

პროცედურის მიხედვით, კანცლერმა ოლაფ შოლცმა ახალა პარლამენტის დათხოვნის მოთხოვნით პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს უნდა მიმართოს.

ნდობის კენჭისყრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც თავისუფალმა დემოკრატებმა (FDP) ბიუჯეტთან დაკავშირებული დავების გამო, კოალიციური მთავრობა (შოლცის მემარცხენე-ცენტრისტულ სოციალ-დემოკრატებთან (SPD) და მწვანეებთან ერთად) დატოვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი