"ჩვენ ოფისს ჭავჭავაძეზე ახლა პოლიცია უტრიალებს მომწერეს," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია წერს.
"ჩვენ ოფისს ჭავჭავაძეზე ახლა პოლიცია უტრიალებს მომწერეს. მაგ ოფისში გვქონდა მხოლოდ სენდვიჩები და ყავა, თსუ-ს აქციებისთვის. პიროტექნიკა სახლში მაქვს. ნიკოლაძის 3 ნომერში. თუ გეახალწლებათ მობრძანდით. მანდ არაფერი არ გვაქვს. თუ მაინც გინდათ შესვლა დამირეკეთ გამოგისეირნებთ," - წერს ელენე ხოშტარია.