ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში ძალადობრივ რეპრესიებზე, მათ შორის, გლობალური მაგნიტსკის სანქციებით | კარდინი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ბენ კარდინმა დაგმო „ქართული ოცნების“ მიერ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა და გამოეხმაურა ამავე "ოცნების" მიერ, საქართველოს "პრეზიდენტად" მიხეილ ყაველაშვილის დანიშვნას:

„ქართულმა ოცნებამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი ჭეშმარიტი ბუნება ცნობილი ანტიამერიკული პროვოკატორი მიხეილ ყაველაშვილის შერჩევით. ბ-ნი ყაველაშვილი იყო ცენტრალური ფიგურა საქართველოს დემოკრატიული უკუსვლაში, მათ შორის მისი როლით რუსული სტილის უცხოელი აგენტების კანონის თანაავტორობაში.

როდესაც ქართველი ხალხი მასობრივად შეიკრიბა შაბათს ანტიდემოკრატიული ფიგურის აღზევების გასაპროტესტებლად, უსაფრთხოების ძალები მათ წამებითა და სისასტიკით შეხვდნენ. ქართულმა ოცნებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ძალადობრივი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე და გაათავისუფლოს ყველა დაკავებული მომიტინგე, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც ციხეში იმყოფებიან." თქვა კარდინმა.

მისი თქმით, ახლა არის დრო, როდესაც შეერთებული შტატები და მოკავშირეები მტკიცედ უნდა დაუდგნენ ქართველი ხალხს გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ სწრაფვაში:

„პრეზიდენტმა ბაიდენმა ანგარიშვალდებული უნდა გახადოს ისინი, ვინც პასუხისმგებელია ამ ძალადობრივი რეპრესიების ორკესტრირებაზე, მათ შორის გლობალური მაგნიტსკის სანქციების დაწესებით. ახლა არის მომენტი, როდესაც შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები მტკიცედ დადგნენ ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე." აღნიშნა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი