რუსეთი ჩრდილო კორეელი მებრძოლების დანაკარგების დამალვას ცდილობს | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

რუსული ძალები, სავარაუდოდ, ცდილობენ დამალონ ჩრდილო კორეელი მებრძოლების დანაკარგები - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი მთავარსარდალ სირსკის მოხსენებაზე დაყრდნობით:

"მეთაურმა მომახსენა ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ ბრძოლებში რუსული არმიის მხარეზე. ამ ძალების განადგურების შესახებ ბევრი დეტალია.

წინასწარი მონაცემებით, რუსები ჩრდილოეთ კორეელების ზარალის დამალვას ცდილობენ. უკრაინის თავდაცვის ძალები და ჩვენი დაზვერვა სრულ ინფორმაციას იგებენ რუსული დანაყოფების რეალური დანაკარგების შესახებ, რომელშიც ასევე მონაწილეობენ კორეელები. სამწუხაროდ, მათგანაც უნდა დავიცვათ თავი“. აღნიშნა ზელენსკიმ.

ორშაბათს, უკრაინის დაზვერვამ განაცხადა, რომ 2024 წლის 14 და 15 დეკემბერს, კურსკის რაიონის სოფლების პლეხოვოს, ვორობჟას და მარტინოვკას რაიონებში, ჩრდილოეთ კორეის არმიის დივიზიებმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს - სულ მცირე 30 ჯარისკაცი დაიღუპა. არიან დაჭრილებიც.

ჩრდილო კორეელი სამხედროების დანაკარგების შესახებ ინფორმაციას პენტაგონიც ფლობს. პრესსპიკერის, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერის განცხადებით, ჩრდილო კორეელი სამხედროები კურსკის ოლქში რუსეთის ძალების მხარეს ბრძოლაში ჩაერთნენ და ვაშინგტონს აქვს მინიშნებები, რომ მათ შორის არიან დაღუპულები და დაშავებულები. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი