ვანუატუზე 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაზიანდა შენობები და სხვა ინფრასტრუქტურა. ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებაც, თუმც კონკრეტული რიცხვი უცნობია.
მიწისძვრა დედაქალაქ პორტ-ვილას მახლობლად, ადგილობრივი დროით, 12:47 საათზე მოხდა. კუნძულოვან სახელმწიფოში ცუნამის საფრთხეც გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.