COVID-19-ის 314 ახალი შემთხვევიდან 225 ინფიცირებული აჭარიდანაა - მარინა ენდელაძე

გამოქვეყნდა:

ინფექციური საავადმყოფოს ინფეცქიური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, დღეს, 29 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული რეკორდული - 314 ახალი შემთხვევიდან 225 ინფიცირებული აჭარიდანაა. 

აქვე, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალ - 314 ახალ შემთხვევასთან ერთად, გარდაიცვალა 1 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი. 

ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება ასეთია 314 ინფიცირებულიდან 225 - აჭარიდანაა, 35 - თბილისიდან, 22 - იმერეთიდან, 18 - სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, 9 - შიდა ქართლი, 3 - სამცხე-ჯავახეთი, 1 - გურია, 1 - ქვემო ქართლი, - თქვა ენდელაძემ. 

ამას გარდა, ენდელაძის თქმით, კრიტიკულად მძიმეა 25 პაციენტი, მათ შორის 23 ინფიცირებული მართვით სუნთქვაზეა. მართვით სუნთვაზე მყოფი პაციენტებიდან 7 ოკუპირებული აფხაზეთიდანაა გადმოყვანილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი