გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, სანქციები გაგრძელდება | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

უდიპლომო მიხელ ყაველაშვილის "გაპრეზიდენტების" ფონზე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ახალგაზრდებს მოუწოდებს, არ იფიქრონ, რომ სწავლას მნიშვნელობა არ აქვს. განცხადება მიხეილ სააკაშვილმა მისივე სასამართლო პროცესზე "ვივა მედიდან" ჩართვისას გააკეთა:

"დაგვებედა ბარბარობაზე ბრძოლა, ქუჩაში ყოფნა. ამ წუთებში ქუცაში მიდის სტუდენტების მარში. მეც ერთ დრო ვიყავი სტუდენტი და ეს სტუდენტები იბრძვიან თავის თავისთვის და იბრძვიან იმისთვის, რომ ქვეყანაში არ გამეფდეს სიბნელე და უპერსპექტივობა. მე სკოლა დავამთავრე ოქროს მედლით, ჩავამთავრე კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტი  წითელი დიპლომით, ავიღე მაგისტრის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ამერიკის კონგრესის სტიპენდიით... ამ ყველაფერს იცით რატომ გიყვებით? ვიღაცამ შეიძლება იფიქროს - გამოგადგა რამეში? და იმიტომ არ ხარ ციხეში და იმიტომ არ არის ალანიას ფეხბურთელი წამოჭიმული რომელიღაც კაბინეტში. მე მინდა გითხრათ, რომ სწავლა აუცილებლად გამოგადგებათ, არავითარ შემთხვევაში არ ჩამოუშვათ ხელი. ჩემი ამოცანა იყო განათლების შემოტანა, ჩვენ ამოვძირკვეთ განათლების სისტემაში კორუფცია.... ამიტომ, სწავლას აქვს მნიშვნელობა თუნდაც იმიტომ, რომ მსოფლიოს მიაწვდინოთ ხმა" აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.  

მესამე პრეზიდენტმა ისაუბრა ევროკავშირის გუშინდელ გადაწყვეტილებაზეც: 

"გუშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. პირველად ევროკავშირმა შემოიღო სანქციები და გააუქმა უვიზო მიმოსვლა დიპლომატიური პასპორტებისთვის. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. არ არის ის, რაც ჩვენ გვინდა, ჯერ კიდევ, მაგრამ წინ გადადგმულია იმის გამო, რომ 2011 წელს ჩემი დიდი ძალისხმევით შემოვიდა ეს მიმოსვლა, როგორც შესავალი უვიზო მიმოსვლის და ევროკავშირთან ასოცირების. 

 ახლა წაგვართვეს ის, რაც მაშინ მოვიპოვეთ, მაგრამ წაგვართვეს ჩვენ კი არა- წაართვეს ამათ. სანქციები გაგრძელდება, არამარტო სანქციები გაგრძელდება. მე მინდა ვუწინასწარმეტყველო ყველას, რომ  თუ გაგრძელდა ეს ტიტუშკები, ძალადობა, ქუჩაში ხალხის ძარცვა, კენიაში გაყალბებულ არჩევნების შემდეგ, იყო ძალადობა და მაშინდელი კენიის ხელისუფლება გადაეცა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს" ამბობს მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი