ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ლანძღვაზე - გიორგი რურუა

გამოქვეყნდა:

პოლიტპატიმარი და "მთავარი არხის" ერთი-ერთი დაფუძნებელი, გიორგი რურუა ოპოზიციას მიმართავს, კონცენტრირდნენ ეკონომიკურ საკითხებზე, ნაცვლად ერთმანეთის "დამაბნეველი და საზიაონი ლანძღვისა".

გიორგი რურუა ამის შესახებ პოსტს საკუთარ Facebook-გვერდზე აქვეყნებს:

ჩემო მეგობრებო, ოპოზიციას მივმართავ, ჩვენთვის საინტერესოა, ის თუ რამდენ ხანში იქნება შესაძლებელი ლარის კურსის გამყარება, სამუშაო ადგილების შექმნა წლების მიხედვით. ასევე არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რამდენ თვეში მოახერხებთ გადასახადების შემცირებას(საშემოსავლო,მოგების,დღგ და ქონების). როდის განახლდება ანაკლიის პორტის მშენებლობა და სხვა მრავალი საკითხი, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.

ჩემი თხოვნა იქნება ვკონცენტრირდეთ ეკონომიკურ საკითხებზე და არა ამ დამაბნეველ, საზიანო ლანძღვაზე რაც ბოლო კვირებში ისმის მედიაში, - წერს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი