„საქართველოში შექმნილი ვითარებით შეშფოთებული ვარ. მჯერა, რომ ქართველი ხალხი და საქართველო, როგორც ქვეყანა, ევროპას ეკუთვნის, მაგრამ ცხადია, რომ რეჟიმი საპირისპირო მიმართულებით მოქმედებდა და მე სრულად ვუჭერ მხარს სანქციებს და სხვა ზომებს, რომლებიც შეიძლება რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელდეს. რეჟიმის, რომელმაც ახლა ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებზე უარი თქვა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ არ გვინდა ქართველ ხალხს დავშორდეთ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ქართველი ხალხისა და მათი ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებების მიმართ ერთსულოვანი მხარდაჭერა გამოავლინოს და ასევე, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ ევროკავშირი კარს არ ხურავს, არამედ ამას ახლა რეჟიმი აკეთებს,
ჩვენ ქართველი ხალხის დასჯა არ გვინდა, არამედ მათი, ვინც რეჟიმს წარმოადგენს და ამ შემთხვევაში ეს კონკრეტული ღონისძიება მიზანმიმართული მიდგომაა" [IPN]
განაცხადა ევროკავშირის საქმეთა საკითხებში შვედეთის მინისტრმა, ჯესიკა როსენკრანცმა ბრიუსელში, ევროკავშირის ზოგად საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან