"თითქმის 3 კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი აპროტესტებს მთელ ქვეყანაში, დემოკრატიულ უკუსვლას და იცავს ევროპულ მომავალს. უპრეცედენტო პროტესტი გამოიწვია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ 2028 წლის ბოლომდე არ გახსნას მოლაპარაკებები ევროკავშირთან. ეს არის გადახვევა წინა ქართული მთავრობების პოლიტიკისგან. ეს არის ასევე პირველად როდესაც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა ევროპული გზიდან უხვევს. სიტუაცია საქართველოში უარესდება, ბოლო 5 კვირის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი იქნა დაკავებული და 300 -მა განიცადა ძალადობა. პოლიციამ დააკავა 200-ზე მეტი ინდივიდი, თუმცა არავინ მოძალადე ჯგუფებიდან და არც ის სამართალდამცავები, რომლებმაც ძალადობა გამოიყენეს. ეს არ არის იზოლირებული ინციდენტები, არამედ, უფრო დიდი სისტემური პრობლემა. 26 ოქტომბერს გამართული არჩევნები აღინიშნა სერიოზული დარღვევებით, ასევე მანამდე იქნა მიღებული ე.წ. გამჭვირვალობის კანონი რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის ნორმებსა და ფასეულობებს. ევროკავშირი იღებს ზომებს, მათ შორის, პოლიტიკური კონტაქტების შემცირებაა საქართველოს მთავრობასთან, ასვე ფინანსური დახმარების შეჩერება მთავრობისთვის. საქართველოს გაწევრიანების პროცესი არის შეჩერებული, სანამ საქართველოს მთავრობა არ შეცვლის თავის კურსს. მე მოვუწოდებ ევროკავშირს, რომ იმოქმედოს მტკიცედ და ის ადამიანები, ვინც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე, უნდა აგონ პასუხი, უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული დემონსტრანტები და აღდგეს გაწევრიანების პროცესი. ჩვენ შევთანხმდით, რომ შევაჩეროთ უვიზო რეჟიმი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის და ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ დასანქცირდნენ ის ადამიანები საქართველოში, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დარღვევებში. ევროკავშირი დგას ქართველი ხალხის გვერდით მათ შორის, იმით, რომ საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი დაფინანსება, გადამისამართდება სამოქალაქო საზოგადოებაზე" [სინქრონული თარგმანი] "
განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებზე, დუბრავკა სუიცამ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.