"ეს მთავრობა უბიძგებს საქართველოს პირდაპირ რუსეთისკენ და აუარესებს ურთიერთობებს ევროკავშირთან. ქართველი დემონსტრანტები გამოდიან სლოგანით - გაიღვიძე საქართველო და ჩვენ გამოვდივართ სლოგანით- გაიღვიძე ევროპა და დადექი დემონსტრანტების გვერდით. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 29 დეკემბრამდე და რას ველოდებით? იმას, რომ სისხლი დაიღვრება? ან პრეზიდენტი ზურაბიშვილი ციხეში ჩაჯდება, ისევე როგორც პრეზიდენტი სააკაშვილი? ჩვენ უნდა დავაწესოთ სანქციები ახლავე. ჩვენ გვეძინა 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველოში რუსეთი შეიჭრა. ჩვენ ახლა უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ. ქართველები იბრძვიან თავიანთი მომავლისთვის" [სინქრონული თარგმანი]
განაცხადა ევროპარლამენტარმა მალგოჟეტა გოშევსკამ სტრასბურგში, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე საქართველოსთან დაკავშირებით.