"ქართული ოცნება გადაიქცა რუსულ კოშმარად...ნიღბები ჩამოხსნილია, ჩვენ ვნახეთ მათი ნამდვილი სახეები - ეს რუსული სახეებია" | ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება გადაიქცა რუსულ კოშმარად. არჩევნები არ იყო არც სამართლიანი, არც თავისუფალი. ისინი ხალხის იმედს იპარავენ, მაგრამ ახლა ნიღბები ჩამოხსნილ იქნა და ჩვენ მათი ნამდვილი სახეები ვნახეთ. ის სახეები, რომლებსაც ქართველი ხალხი კარგად იცნობს - ეს რუსული სახეებია. მშვიდობიანი დემონსტრანტები დაკავებულები არიან, მოქალაქეებს აშინებენ, ჟურნალისტებს სცემენ, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ნიკა გვარამია იქნა დაპატიმრებული. მიუხედავად ამისა, ქართველი ხალხი არ ნებდება. ხალხი ყოველდღიურად, სიცივეში დგას გარეთ. სტუდენტები, მეღვინეები, იურისტები...ყველანი გარეთ დგანან როგორც თბილისში, ასევე კახეთსა და სვანეთში. მე შევხვდი მათ გასულ კვირას და ისინი ითხოვენ ახალ არჩევნებს/ ჩვენ მათ კანდიდატის სტატუსი მივეცით არა მთავრობის დამსახურებით, არამედ ხალხის დამსახურებით. დავასანქციროთ "ქართული ოცნების" ლიდერები, დავაფინანსოთ  დამოუკიდებელი მედია და მხარი დავუჭიროთ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერია და 29 დეკემბრის შემდეგაც ლეგიტიმური იქნება. ნამდვილი ქართული ოცნება, ევროპული ოცნებაა" [სინქრონული თარგმანი] 

განაცხადა ევროპარლამენტარმა რეინიერ ვან ლანსხოტიმ სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე. 
 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი