ენობრივი ბარიერის გამო, ჩრდ. კორეელმა სამხედროებმა შეცდომით, 8 კადიროველი მოკლეს | უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ენობრივი ბარიერის გამო, ჩრდილოეთ კორეელმა სამხედროებმა „მეგობრული ცეცხლი“ გაუხსნეს  „ახმატის“ ბატალიონის მანქანებს. შედეგად, რვა კადიროველი მოკვდა.

"ჩრდილოეთ კორეის ჯარების ბრძოლის ველზე გამოყენების პროცესში ენობრივი ბარიერი რჩება რთულ დაბრკოლებად კოორდინაციისთვის" - აღნიშნავს უკრაინის დაზვერვა.

მათივე ცნობით, 14 დეკემბრის მონაცემებით, კურსკში, რუსი და ჩრდილო კორეელი ჯარისკაცებისგან დაკომპლექტებულ სამხედრო დანაყოფებში 200-მდე სამხედროა მოკლული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი