თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მსვლელობა მიმდინარეობს.
მსვლელობის მონაწილეებს, რომლებიც მანქანის სავალ გზაზე არიან, პოლიცია დაჯარიმებით ემუქრება, მოტივად კი გზის გადაკეტვისთვის "ხალხის არასაკმარის რაოდენობას" ასახელებს
"კამერაზე ფიქსირდება ეს ყველაფერი, ყველას იდენტიფიცირება მოხდება შესაბამისად, იმიტომ, რომ არ ხართ ის რაოდენობა, რომ [გზა გადაკეტოთ}. მოგიწოდებთ, გადახვიდეთ სავალ ნაწილზე", - მიმართა პოლიციელმა მსვლელობის მონაწილეებს.
ისინი ჭავჭავაძიდან მსვლელობით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტისკენ მიდიან.