"[კობახიძემ] ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად წარმოადგინა" | რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არალეგიტიმურ პრემიერს ტყუილში ამხელს

გამოქვეყნდა:

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და მას ტყუილში ამხელს. თვითაღიარებულმა პრემიერ-მინისტრმა დღეს 5 ქვეყანას მადლობა გადაუხადა, რომლებმაც, მისივე თქმით, ევროკავშირის საბჭოზე საქართველოს პოზიცია დაიცვეს. კობახიძის ჩამონათვალში მოხვდა რუმინეთიც.

"ღრმა იმედგაცრუებას გამოვთქვამთ იმაზე, რომ ევროკავშირის შიდა დისკუსიები არასწორად და არაზუსტად იქნა წარმოდგენილი. ვსარგებლობთ ამ შესაძლებლობით, რათა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი ძლიერი შეშფოთება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე ევროკავშირში გაწევრიანების დიალოგთან დაკავშირებით და ქართველი ხალხის ლეგიტიმური პროტესტების ძალადობრივი ჩახშობის გამო", - წერს უწყება X-ზე.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი