"ყველა სადღესასწაულო ღონისძიება გავაუქმეთ - ბარბარობას დავსწრებოდეთ უკეთეს აწმყოსა და რეალობაში" | კაფე "დელირია"

გამოქვეყნდა:

ბათუმში მდებარე კაფე "დელირია" წერს, რომ ყველა სადღესასწაულო ღონისძიებას აუქმებს.

"აბა, როგორ ხართ? ჩვენ ხან აქ ვართ, ხან გარე-გარე.

ყველა საახალწლო თუ სადღესასწაულო ღონისძიება გავაუქმეთ, ასეთ დროს არც გვეზეიმება. ამიტომ ვინც გვირეკავს საყვედურით, რატომ არ გაქვთ ცოცხალი მუსიკა და გართობაო, რა ვიცი, სხვა ქვეყნიდან ხართ? რესტორანი მუშაობს, გინდა, მოდი. ჩვენ არ გვეზეიმება და "ცირკი" კიდევ კისრამდეა. გაახილე თვალი.

ჰო, ბარბარობას დავსწრებოდეთ უკეთეს აწმყოსა და რეალობაში.

შემოგვიარეთ, სამუშაო დღეებში 16:00-დან, შაბათ/კვირას 12:00-დან და გახსოვდეთ: "ბოროტსა სძლია კეთილმან, — არსება მისი გრძელია!" ასეა ეს", - წერს კაფე.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი