საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვალ სტრასბურგში ელოდებიან.
ზურაბიშვილი მორიგ ჯერზე წარდგება ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე და უკვე ცნობილია მისი გამოსვლის მთავარი გზავნილებიც.
უმძიმესი კრიზისი ქვეყანაში არის მთავარი და, ფაქტობრივად, ერთადერთი თემა, რაზეც ზურაბიშვილი ისაუბრებს. გაყალბებული არჩევნების შემდეგ განვითარებული პროცესები, შეცვლილი საგარეო კურსი და უკიდურეს ძალადობაზე გადასული რეჟიმი იქნება ზურაბიშვილის კრიტიკის მთავარი საგანი.
ქვეყნის პრეზიდენტი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს რადიკალური ნაბიჯებისკენ პრორუსული ოლიგარქიული რეჟიმის დასამარცხებლად, რომელიც საქართველოს კრემლის გავლენის ქვეშ აბრუნებს.