მოძალადე რეჟიმის ორმაგი სტანდარტი | ასობით დაკავებული დემონსტრანტი და არც ერთი პოლიციელი ან სპეცრაზმელი

გამოქვეყნდა:

მოძალადე რეჟიმის ორმაგი სტანდარტი - ბოლო სამი კვირის პროტესტმა აჩვენა, რომ ხელისუფლება, ყველა სტრუქტურის გამოყენებით, პირდაპირ უპირისპირდება ხალხს.

ასობით დაკავებული დემონსტრანტი და არც ერთი პოლიციელი ან სპეცრაზმელი. მხოლოდ პოლიციელების ჩვენებით გასამართლებული, დაჯარიმებული და ციხეში გაშვებული აქტივისტები. პატრულის უმოქმედობა, როდესაც სასტიკად უსწორდებიან მოქალაქეებს და სრული მობილიზება, როდესაც დახმარება სჭირდებათ ტიტუშკებს.

მმართველი პარტია, რომელიც ახალი კანონების მიღებით რეჟიმის ძალაუფლებას ზრდის. ასობით მაგალითი ადასტურებს, რომ ივანიშვილის რეჟიმის მთავარი იარაღი ძალადობაა, რომელსაც უკვე მოჰყვა ტრაგიკული შედეგები.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი