ბიზნესი არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ | გავლენიანი კომპანიები, ხალხთან ერთად, ქუჩაში გამოდიან

გამოქვეყნდა:

ბიზნესსექტორი არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ.

გავლენიანი კომპანიები, რესტორატორები, სასტუმროებისა და ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები ხალხთან ერთად ქუჩაში გამოდიან. ასევე, ასობით კომპანია აუქმებს სადღესასწაულო ღონისძიებებსა და არალეგიტიმური ხელისუფლების პროექტებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.

მოთხოვნები, რომელიც საპროტესტო მსვლელობაზე გაჟღერდა, ივანიშვილის რეჟიმისთვის კარგად ნაცნობი და გასაგებია. საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელახალ არჩევნებს და ქვეყნის ევროპულ რელსებზე დაბრუნებას მოითხოვენ.  მათი თქმით, საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროინტეგრაცია და რაც შეიძლება მალე. 

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი