"სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის 230 000 ევროს გამოვყოფთ" | ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დახმარებისთვის 230 000 ევროს გამოყოფენ.

მათი განცხადებით, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობენ და მათ სოლიდარობას უცხადებენ.

"ჩეხეთი გმობს საქართველოში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ბოლოდროინდელ ძალადობას და სოლიდარობას უცხადებს ქართველი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს. დღეს ჩვენ ვამყარებთ ჩვენს ვალდებულებას 230,000 ევროს ოდენობით, გადაუდებელი დახმარების სახით, საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

მთავარი 21:00 II ნაწილი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი